საიტის მენიუ |
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
clock |
|
|
რეკლამა |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
|
| | |
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » უკანასკნელი ლექსი დედაზე
11:23 PM უკანასკნელი ლექსი დედაზე |
მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი, ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი მაქვს უამრავი დანაშაული მინდა თუ არა გვერდს ვერ ავუვლი.
უპირველესად ცოდვა მაქვს დედის, აი მიზეზი სევდის და ცრემლის. ვერ მოვიფერე როცა დაბერდა როცა მიცდიდა ღია სარკმელთან.
გათენებამდე ტანჯვით მელოდა, ლოდინი გახდა მისი ხელობა. მე სხვაგან ლაღი და სიტყვა უხვი, დედასთან ვიყავ ძუნწი და უტყვი
იშიმშილა და იტანჯა ჩემთვის, გასამართლებლად აბა რა მეთქმის, მონანიება შორი გზით მოდის. ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს.
მაგრამ ვაი რომ არის გვიანი, რა მწარედ სცდება ადამიანი, აი ამიტომ მოგმართავთ ყველას, სანამ დრო არის ეფერეთ დედას.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1222 |
დაამატა: boy944
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|