საიტის მენიუ |
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
clock |
|
|
რეკლამა |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
|
| | |
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » წევს ვეფხის ტყავზე საქართველო - მზისწილხვდომილი
10:51 PM წევს ვეფხის ტყავზე საქართველო - მზისწილხვდომილი |
რია_რია
მივალ, მივდივარ და მივიმღერი, თან საქართველოს მიმაქვს ოცნება, ვარ გაუთლელი ლერწამის ღერი, ტუჩმიუდებლად რომ იკოცნება. ათასი გული ერთად რომ მქონდეს, ათას გულს ერთად ამოვიჭრიდი, ოღონდ, ლამაზო, არ დამიღონდე, მახსენე კაცად როცა დაგჭირდე. ათას სალამურს გააქვს გუგუნი, ერთად ამღერდნენ გურიის მთები, თუ ამ სიმღერით სიკვდილს მარგუნებ, არც სიკვდილისთვის დაგემდურები ერთ საწყალ პოეტს ამაზე მეტი სინდისით აღარ მოეთხოვება, დამადეთ გულზე ტყვია ცამეტი მაგ თქვენი მამის სულის ცხონებას.
ტიციან ტაბიძე
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა
მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა -მუმლი მუხასა` და ლილეოსი` ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა_ ეს სიმღერაა საქართველოსი მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური, გესმის არაგვის ხმა საცნაური? გესმის თერგის და მტკვარის ხმაური?_ ეს სიმღერაა საქართველოსი! მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის, რომ არ უდრკება ქვეყნად არავის. გესმის გრიალი მთებიდან ზვავის? ეს სიმღერაა საქართველოსი! თავისუფლების მოყვარე ერებს, ვით ზღვას ვერავინ ვერ შეაჩერებს. მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმრერებს,- ეს სიმღერაა საქართველოსი! აქ გამარჯვების დროშად წერია: სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია! თუ რამ სიმღერა გულს უმღერია ეს სიმღერაა საქართველოსი. გმირებით სავსე სამშობლო მხარევ, დღეს გამარჯვების გულით მრელვარევ, იდიდე. ამ ხმას სხვაში ვერ გარევ, ეს სიმღერაა საქართველოსი.
ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით
ისე დავბერდი, ვეღარ ვნახე ტბეთი, შადბერდი... ვერც არტანურჯი, ოშკი, ხახული... როდის მოუვათ მათ გაზაფხული? ვეღარ ვემთხვიე მესხეთის მიწას, სადაც გმინავენ ძველი ლოდები, სადაც აჩრდილნი მამა_პაპათა შემოგვძახიან: თქვენ გელოდებით! იქ ხე არა დგას, რომ არ ოხრავდეს, _გაზაფხულია, რად არ აყვავდი! იქ თვალი მხოლოდ ნანგრევებს ერთთვის ჭოროხის კვნესას_ქვათა ღაღადი... შავშეთის მთებზე ნისლი გადადის კარჩხალის მთებზე ვხედავ არწივებს და მათ ანგრეულ, აშლილ ბუდეებს, ქარი უბერავს, ქარი აციებს... მაგრამ გუგუნებს ქართულად მიწა, და თუ გამხდარან დასანაცრები! ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები. რუსთველის მამულს, მერჩულეს მამულს, ვერ მიგვტაცებენ შავ ზღვის ქურდები; თუ ნაგუბარში ჩამდგარა წყალი მე ჩემს მამულში ჩავსადგურდები. გოგლა ლეონიძე
ვუმღერ სამშობლოს
სულ ჩემი გულის მონაწურია რაც დაეპწკარა ქაღალდს ლექსები, ვუმღერ სამშობლოს, კიდევ მწყურია და მის სიყვარულს დავემწყესები. მშობელ მიწაში მიდგას ფესვები, როგორც წყალში დგას წნორის ძირები, სიცოცხლეს ვერვის დავესესხები, თუ სამშობლოსგან გავიწირები! მარადი შუქით ბრწყინვალებს იგი, მისი ნათელი დამთოვებია, სიცოცხლე _ მისი მშვენების იქით_ ერთ ნაბიჯზედაც არ მდომებია. აჟღერდეს მისთვის პოეტის ენა და ტკბილი სიტყვის გამართულობა ვით ღონიერი ნიაღვრის დენა, ჩემი თქმულება, ლექსქართულობა! დამდგარა ჩემი სიმღერის ჯერი, ეს ყვავილები მე დავაგროვე; მე ვარ სამშობლოს ჩუქურტმის მჭრელი ვარ, ახალ ქართლის თანამედროვე. გულის ნათელი მე მიპოვია ქართლის დიდების მე ვარ მნახველი სამშობლო _ ჩემი გულის ფეთქვაა სამშობლო _ ჩემი ლექსის სახელი! გოგლა ლეონიძე
საქართველოში
საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ ისევ წუხდნენ ამაზე: _ეხ... წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშობა და სილამაზე. თავს არ მოიკლავს ქართველი, არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკვდეს, ერთი იმედით; სიცოცხლე მარად გაგრძელდეს მუდამ და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე ~ეხ წუთით მაიც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშობა და სილამაზე` ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს! ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს! რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ და იმ ბედნიერ დრეს გაუმარჯოს. როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! ლადო ასათიანი
ციხე ტაძართა საგალობელი
I ნეტა ამ ხედებს ქვეყანაზე რა შეედრება ციხე_ტაძრები ცად ასულან ლოცვა_ვედრებად. წევს ვეფხის ტყავზე საქართველო _ მზისწილხვდომილი, თავს დასდგომია იალბუზი ხელ აპყრობილი. თითქოს ლოცულობს, ცად აღავლენს ხმათა ხავერდებს, და საქართველოს დღეგრძელობას გამჩენს ავედრებს. თრთის ვენახები... თრთის ყანები... თრთის გალავნები... თრთის საფლავები წმინდანების და ფალავნების...
II ზოგი ციხეა შეკივლება, ზოგი_ გაფრენა ზოგს აუშვია ხომალდივით ნისლი აფრებად. ზოგი მუშტია, მუქარაა, ზოგი_გინება ალაყაფებით, ქონგურებით რომ იკბინება! ზოგი ამაყი ლილეოა, ზოგი_გასროლა, ზოგიც შორიდან ცის და მიწის მოჩანს სასწორად. წლებმა იხუვლა, იხვართქალა და ციხეს შეება: ხავსად, დუმილად, ჭილყვავებად და ბუდეებად. თითონაც მთელი საქართველო ერთი ციხეა, დაგილეწია მტერო, მაგრამ ვერ აგიღია.
III დიდება თქვენდა თოროსანო ბერო მამებო, თქვენ შეგინახავთ ენა,რჯული, ერი, სამეფო, წიგნებს უსხედხართ... ვენახდება ფოლიანტები, და, საქართველოვ, სულს იკაჟებ გოლიაათდები! ვინაც ააგო ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, დიდება მის ლანდს, მე არავარ მეტის მთხოველი. კედლებს ფრესკებად შეხიზნულო წმინდა დედანო, ხვედრი თქვენებრი აღარავის გადაეტანოს. კურთხეულ იყოს, ვინც განსჭვრიტა კლდეში ვარძია, სულით განათლდეს, ვინც აკვანი მათი არწია. ვინაც პირველად დაიმღერა "ვეფხვი და მოყმე” იმ გუთნისდედას მზადა ვარ ვეყმო! კირითხურონო, კალატოზნო, ოსტატ-შეგირდნო, თუ სადმე რამე ცოდვა გქონდეთ ღმერთმა შეგინდოთ!
IV ო,ციხის ლოდო, ჩამოშლილო ჩამომსხვრეულო_ შენ, ძვალო ჩემო, გატანჯულო, ჩემო სხეულო. ო, გოდოლ_ბურჯნო, გალავნებო ნაგებო მკვრივად, ნაბზარი რაა, ყველა თქვენი ნაკაწრი მტკივა. გამისკდეს მიწა, თუ შეგბღალო, თუ გივერაგო შენ საქართველოს ფარ აბჯარო, ჯაჭვის პერანგო. ეჰეი, სიმღერით ყელს იღადრავს შენი მგოსანი, ვაზით და ფრესკით ჩემი მხარე მარად იცნობა და საქართველოს ციხეებზე მზის შუბოსანი დგას მეციხოვნედ მარადისობა. შოთა ნიშნანიძე
კრწანისის ყაყაჩოები
ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. შავ ჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია! ეს სისხლი არის თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია? შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ, ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფარისა? სიმღერა ხომ არ მოგესმათ პატარა კახის ხმალისა? იქნებ მე თვალი მატყუებს, ზეცა მაბრმავებს კრიალა, მაშინ თქვენ თითონ აღსდექით და მარქვით ომახიანად. თუ არც ყაყაჩოს ცეცხლია და არც ახალი იარა მა ეს ბებერი კრწანისი რა ძალამ ააბრდღვიალა? ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა, თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა. ლადო ასათიანი
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1289 |
დაამატა: boy944
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|