მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
პარასკევი
2024-11-01
10:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოგესალმებათ თქვენი სახლი :)

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [37]
იცით თუ არა რომ?? [6]
ანეკდოტები [3]
ისტორია [6]
სევდა [9]
დიეტა [4]
ცნობილი ადამიანები [5]
პრიკოლები [11]

clock

რეკლამა

შესვლის ფორმა

  
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 7 » სოფია (1თავი–უდედოდ)
9:22 PM
სოფია (1თავი–უდედოდ)


პირქუში ღამე იდგა.ყველაფერი სიბნელეს შთაენთქა,ქარი შეუჩერებლად ზუზუნებდა და სასიამოვნო მელოდიას ქმნიდა ფოთლების აშრიალებით.სახლებიდან გამოჭრილი სხივი მგზავრს გზას უნათებდა და არ აძლევდა დაკარგვის საშუალებას.სახლში მყუდროება გამეფებულიყო,ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა,შეშა ტკაცანით იწვოდა.დედაჩემი იქვე ახლოს რბილ სავარძელში ჩამჯდარიყო და ლამაზ სიმღერას ღიღინებდა,თან თავის მუცელს ეფერებოდა.მამაჩემიც იქვე ფანჯარასთან იდგა და გზას გაჰყურებდა,რომლის ჰორიზონტი უსასრულობაში იკარგებოდა..მე ისევ დედაში...არ მახსოვს იმ დროს რას ვგრძნობდი,მაგრამ ალბათ ბედნიერი ვიყავი და დაბადებას ვლამობდი...

მე იმ ღამეს დავიბადე,ლონდონის მახლობლად.ჩემი ტირილის ხმა მალევე შეცვალა საშინელმა კივილმა.მე პირველად იმ ღამეს გავახილე თვალები,დედაჩემმა კი იმ ღამეს საბოლოოდ დახუჭა.დავრჩით მამა მე და ემილია.
მამა მზრდიდა,ჩემთან იყო და ცდილობდა ის ტკივილი შეემსუბუქებინა ჩემთვის,რომელიც ასე მტანჯავდა.ყოველთვის თავს ვიდანაშაულებდი,მის სიკვდილში.მაგრამ მამა მარწმუნებდა,რომ მანამდე შეეყარა მას ავადმყოფობა.
პატარა ვიყავი,როცა პირველად დაუკრა ჩემთვის.ძალიან სევდიანი მელოდია იყო.მეც პირველად შევეხე ფორტეპიანოს კლავიშებს.ვერ ვწვდებოდი ამიტომ მამა მიჯენდა კალთაში.ის საათობით უკრავდა,მე პიანინოზე ავძვრებოდი და იქედან ვადევნებდი თვალს მისი თითების თამაშს თეთრ–შავ კლავიშებზე.
ემილია ხატვას მასწავლიდა.ხშირად დამსვრია კაბა საღებავებით,მაგრამ მაინც ჯიუტად უძლებდი ამ ყველაფერს.
ბედნიერები ვიყავით,მაგრამ მაინც მაკლდა დედობრივი სითბო,რომელსაც ყველა ბავში იმსახურებს.
დედა ძალიან ლამაზი ყოფილა თურმე:ცისფერი,მტავლისმეტყველი თვალები,პატარა,კოპწია ცხვირი,წითელი,გამომწვევი ტუჩები და მხრებზე ჩამოშლილი ქერა კულულები.ყველა ამბობდა დედას გავხარო,მაგრამ სად მიდოდა ჩემი სილამაზე იმ ანგელოზის სილამაზესთან,რომელსაც დედაჩემი ერქვა.ჩემი სახელი იცით რატომ მომწონდა?იმიტომ,რომ დედასი იყო,მასაც სოფია ერქვა.
სოფია ეს სახელი ხომ უნაკლოა და ამვდროულად ძალიან ლამაზი.სიბრძნეს ნიშნავს,არ ვიცი რამდენად ვამართლებდი ამ სახელს,მაგრამ ის ვიცი,რომ ყველას ხიბლავდა.
ამილია ძალიან თბილი და მოსიყვარულე,კარგად ჩასუქებული,ლამაზი პირი–სახის ქალი გახლდათ,რომელიც ვერასდროს იჯერებდა გულს ჩემი ფერებით.
აი ასე განვლო შვიდმა ლამაზმა წელმა.ჩემი დაბადების დღეც მოვიდა.ამ დღეს ემილიასთან და მამასთან ერთად ბუნებაში ვატარებდი,მაგრამ ამ წელს ყველაფერი სხვანაირად მოხდა...
ღამის წყვდიადს ნელ–ნელა ეპარებოდა დილის თეთრი აჩრდილები,უკვე თენდება.მე აივანზე ვიჯექი და „რობინზონ კრუზო"–ს ვკითხულობდი.ეტლი სახლთან გაჩერდა და დავინახე როგორ გადმოვიდა იქედან ემი დიდი ჩანთებით ხელში.უცებ შევვარდი სახლში და კიბეებზე იმის იმედით დავეშვი,რომ ქვემოთ ტკბილეულობა დამხვდებოდა.
-ემილი–შევძახე მხიარულად და სამზარეულოში შევვარდი.
-სოფი,ჩემო ლამზო,გილოცავ–შუბლზე მაკოცა და ხელში რაღაც გადმომცა.დიდი ყურადღებით დავათვალიერე ეს უბრალო,მაგრამ გულით ნაჩუქარი სამაჯური.
–ლამაზია,დიდი მადლობა–თან სამაჯურიც მოვირგე.
-მიხარია,ჩემო თვალისჩინო–მე ამ დროს ქექვა დავიწყე,მაგრამ მალევე შემაჩერეს-სოფია უნდა მოითმინო,დღეს სტუმრები გვეყოლება.
–ვინ?–წამოვიყვირე გაკვირვებულმა.
–მისის პეგოტი და მისი ვაჟიშვილი–მშვიდად განაგრძო–წადი ახლა გამოიცვალე,მეც მალე ამოვალ–თავი ჩავღუნე და რაც შეიძლება ნელა აუყევი სახლის კიბეებს.
მამა მალე შემოვიდა ჩემს ოთახში და მომილოცა.მთელი დღე მოუსვენრად იყო და ამოწმებდა ყველაფერს,რითიც შეეძლო იმ ქალის ყურადღება დაემსახურებინა.მე სავარძელში ვიჯექი და ქალბატონს ველოდებოდი,რომელმაც ყოველწლიური ტრადიცია დამირღვია.
საღამო იყო,როცა კარებზე ზარის ხმა გაისმა.მამა მივარდა გააღო და რენესანსით მიესალმა.ლამაზი ქალი იყო,მაგრამ მე არ მომეწონა,უკან კუდივით მოყვებოდა მისი ვაჟიშვილი ჩარლი,როგორც ემილიმ მითხრა.
მისის პეგოტი ახლოს მოვიდა ლოყაზე მომეფერა და რაც შეეძლო ალერსიანად მითხრა:
-გილოცავ საყვარელო–და ლამაზად გაფორმებული წიგნი გამომიწოდა,ეს ყველაზე კარგი საჩუქარი იყო ჩემთვის.
-მადლობა,მისი პეგოტი-გამიღიმა და მაგიდასთან დაჯდა,ახლა მისი ვაჟიშვილი მოვიდა.
-გილოცავ,მე ჩარლი მქვია.
–მე სოფია,მადლობა–ხელი ჩავკიდე და სუფრასთან მივიპატიჟე.
მშვენივრად მიდიოდა ყველაფერი,ბოლოს მამაჩემმა დაკვრა დაიწყო,ყველანი განაბულები უსმენდით.
აი მიიწურა ეს საღამოც.მალევე ჩამეძინა მის მკლავებში.მეორე დილით ერთი აზრი მომივიდა და იმ წუთასვე გავახმაურე.მამა თანახმა იყო.
ძალიან გახარებული ვიყავი,მე ხომ ყველაზე დიდ და იდუმალ სახლში მამიდასთან მივდიოდი,სადაც ალბათ დიდი ხნით მომიწევდა დარჩენა.

მოგწონთ..?ღიირს გაგრძელება..?
კატეგორია: სევდა | ნანახია: 824 | დაამატა: boy944 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 nano  
0
momewona

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ლექსიკონი

კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

music

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024