მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
პარასკევი
2024-11-01
10:28 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოგესალმებათ თქვენი სახლი :)

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [37]
იცით თუ არა რომ?? [6]
ანეკდოტები [3]
ისტორია [6]
სევდა [9]
დიეტა [4]
ცნობილი ადამიანები [5]
პრიკოლები [11]

clock

რეკლამა

შესვლის ფორმა

  
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 7 » შენ ჩემი სიზმარი ხარ
9:33 PM
შენ ჩემი სიზმარი ხარ


ჩემი გარდაცვალების ათი წლისთავი ხდება, თუმცა ამ ბარათს იმიტომ არ ვწერ, რომ საიქიო ცხოვრებაზე გიამბოთ.

ჩემი დიდი სიყვარულის ისტორიას მოვყვები, რათა იცოდეთ, რომ ადამიანთან ერთად სიყვარული არ კვდება...
ზამთარში გავიცანი. თბილისისთვის უჩვეულოდ სუსხიან საღამოს, როცა ძველ მეგობრებთან ერთად ახალ წელს ვხვდებოდით... ქმარს ახალი გაშორებული ვიყავი... შვილი ძალიან მინდოდა, მაგრამ არ გვეყოლა, მეგონა, განშორების მიზეზიც ეს იყო... იმ საღამოს კი მივხვდი, რომ თურმე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდი.
მიჭირს იმის ახსნა, როგორი იყო, რადგან სიტყვები "ერთადერთი" ან "სანუკვარი" მხოლოდ ცოცხლებისთვის არის მნიშვნელოვანი, აქ კი შეგიძლია უბრალოდ თქვა "ის ჩემი სიზმარი იყო" და ყველაფერი გასაგები იქნება.
ჰო, ეს 31 დეკემბერს მოხდა. დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ დავიღუპე! მარტო რომ მოსულიყო, შეიძლება პირველივე წუთს გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ ის ჩემს მეგობართან ერთად მოვიდა. ერთმანეთი სამიოდე კვირის წინ გაიცნეს, ჩემი მეგობარი ბევრს ჰყვებოდა მასზე.


როცა საათმა თორმეტჯერ ჩამოჰკრა და სადღეგრძელოებიც შეისვა, ფანჯარასთან მივედი. ჩემი სუნთქვისგან მინა დაიორთქლა, მეც ავიღე და საჩვენებელი თითით მივაწერე: "მიყვარხარ!" მერე ადგილს დავუბრუნდი. წარწერა ორიოდე წუთში გაქრა... ლხინი გაჩაღდა. ფანჯარასთან ერთი საათის შემდეგ მივედი, დავაორთქლე და დავინახე წარწერა: "მეც". ვიგრძენი, რამდენიმე წამით როგორ გამიჩერდა გული და მომეკვეთა ფეხები.
ყველაფერი, რაც ჩემს ცხოვრებაში მანამდე მოხდა, მხოლოდ ფონი იყო... ჩემი სიცოცხლე იმ ღამეს დაიწყო... მისიც, რადგან ეს მის თვალებში დავინახე.
ორ იანვარს უკვე ერთად ვიყავით, ჩემს პატარა ბინაში და მომავლის გეგმებს ვაწყობდით. შეჭირხლულ მინაზე წერა ჩვევად გვექცა. ერთხელ დავუწერე: "შენ ჩემი სიზმარი ხარ". მიპასუხა: "ოღონდ არ გაიღვიძო". ყველაზე სანუკვარ სურვილებს ერთმანეთს ასე ვატყობინებდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით, ზუსტად ორი თვე. მერე კი ჩემი აღსასრული დადგა. მანამდე, გონება დავკარგე. "კომაა, - თქვა ექიმმა, - არაფერი ესმის." სულელი! - გავივლე გუნებაში. ჩემი უსაყვარლესი კაცი ფანჯარასთან მივიდა, დააორთქლა და დაწერა: "არ მიმატოვო!" ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა პასუხის გაცემა ვერ შევძელი. მას ჩემი ხელი ეკავა განთიადამდე, მერე კი...
მასთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა სძინავს. საწოლის კიდეზე ვჯდები და მის სურნელს ვყნოსავ. ვერ ვტირი, თუმცა მტკივა. ჩემი აღსასრულის დილას მან მინაზე ნუგეშად წამიწერა: "ძლიერეი ტკივილი ხანმოკლეა!" როცა საწოლისკენ შემობრუნდა, მე აღარ ვსუნთქავდი, მაგრამ დავინახე, როგორ ატირდა... და ვიცი, მანაც იცის, რომ მაშინ შეცდა, რადგან თვითონ უკვე ათი წელია სტკივა... ამ წლების განმავლობაში ის ყოველთვის მარტო ხვდებოდა ახალ წელს, ფანჯარასთან ჯდებოდა შამპანურის ჭიქით ხელში და დაორთქლილ მინაზე ჩემთვის წერდა. მისი ბარათები ვერცერთხელ ვერ წავიკითხე, იმიტომ, რომ ჩემი სუნთქვისგან მინა აღარ იორთქლება...
შარშანდელი წელი განსაკუთრებული იყო. საიქიო ცხოვრების საიდუმლოებებს ვერ გავამხელ, მაგრამ გაგანდობთ, რომ ერთადერთი თხოვნის შესრულებას შემპირდნენ. მე კი მისი ბარათის წაკითხვაზე ვოცნებობდი. როცა დაიძინა, დიდხანს ვეჯექი სასთუმალთან. შემდეგ ფანჯარასთან მივედი. ვიცოდი, რომ მისი გზავნილის წაკითხვას შევძლებდი. წავიკითხე კიდეც. იქ ეწერა: "გამიშვი!"
ეს წელი უკანასკნელი იქნება, რომელსაც მარტო გაატარებს. სურვილი იმის სანაცვლოდ შემისრულეს, რომ აღარასდროს მივიდოდი მასთან. როცა საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, ის ჭიქაში შამპანურს დაისხამს, ფანჯარასთან მივა, დააორთქლებს და ჩემს ბარათს დაინახავს. იქ ეწერება: "გიშვებ..."
კატეგორია: სევდა | ნანახია: 862 | დაამატა: boy944 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 2
2 tamuna  
0
ra kai iyooo :((( :**

1 gowi  
0
yvelaze magareeeee:****:)))))))

სახელი *:
Email *:
კოდი *:

ლექსიკონი

კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

music

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024