ეს დიეტა ოთხდღიანია და 2 ზედმეტ კილოგრამს „დაგაყრევინებთ". ერთი სრული კურსი სამჯერ ოთხი დღეა, ოღონდ, მათ შორის 3-დღიანი შუალედი უნდა გააკეთოთ, შემდეგ ერთი თვე შეისვენეთ და შეგიძლიათ, კურსი ისევ გაიმეოროთ. პირველი დღე 9.00 – 2 სადილის კოვზი უმარილოდ და უცხიმოდ მოხარშული ბრინჯი (ხარშვისას წყალი ორჯერ გამოუცვალეთ), 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი და 1 ცალი საშუალო ზომის კიტრი. 11.00 – 1 ცალი გრეიპფრუტი, 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე (კანგაცლილი). 13.00 – 3 სადილის კოვზი ბრინჯისგან მომზადებული ფლავი, მოზრდილი უმი სტაფილოს ნახევარი (ბრინჯში ჩახეხილი), 1 ჩაის კოვზი ზეთი, 1 ცალი პომიდორი. 15.00 – 120 გრამი მოხარშული ინდაურის ხორცი (კანგაცლილი), 200 გრამი მოწალული ბროკოლი. 19.00 – 120 გრამი სოკო მწვანილით. მეორე და მესამე დღე 9.00 – 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 2 ნაჭერი ორცხობილა, 10 გრამი კარაქი. 11.00 – 2 სადილის კოვზი ბრინჯისგან მომზადებული ფლავი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, 30 გრამი ქიშმიში. 13.00 – 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 1 კიტრი და 1 პომიდორი. 15.00 – 100 გრამი მოხარშული ინდაურის ხორცი, 2 ჩაის კოვზი ზეთი, 100 გრამი ყაბაყი (შემწვარი ან მწნილის სახით). 19.00 – 100 გრამი სოკო მწვანილით, 2 ცალი კიტრი. მეოთხე დღე 9.00 – 3 სადილის კოვზი ბრინჯისგან მომზადებული ფლავი, 1 ჩაის კოვზი ზეთი, 50 გრამი შავი ყურძნის ქიშმიში. 11.00 – 3 სადილის კოვზი წიწიბურასგან მომზადებული ფაფა (ან – ფანტია სახით), 1 ჩაის კოვზი სელის ზეთი, 30 გრამი თეთრი ქიშმიში. 13.00 – 150 გრამი მოხარშული ქათმის ფილე, 2 ცალი კიტრი, 1 ცალი სტაფილო (ორივე საშუალო ზომის). 15.00 – 2 სადილის კოვზი ბრინჯისგან მომზადებული ფლავი, 200 გრამი მოშუშული ბროკოლი, 1 ცალი კიტრი.