საიტის მენიუ |
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
clock |
|
|
რეკლამა |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
|
| | |
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » მონანიება
|
დრო მიდის სწრაფად, აღარ ჩერდება,
ჩაფიქრებული ვზივარ სარკმელთან,
ფიქრებს მოყვება თითქოს კივილით
ქვეყნიერების მძლავრი ტკივილი.
იმ წუთას თვალებს გადაეკრა უკუნი მკვდარი,
არსაიდან ჩანს სასოება, ამინთოს კვარი
და ჩავიმუხლე ხატების წინ მე როგორც მთვრალი,
უფალს შევსთხოვე: მაპატიე, ვერ მოვიხადე მე ჩემი ვალი...
მე არ დავანთე ხატების წინ წმინდა სანთელი,
გლახაკი ვნახე, მას, რომელსაც არ ენახა მზისა ნათელი,
ზედ შევაფურთხე, ვაჰ მე უგნურს, ალბათ შემახო ეშმაკმა ხელი.
მე არ მივედი და იმ გლახაკს, არ გავუწოდე სასოების გაშლილი ხელი.
უფალო შეგთხოვ მაპატიო უსაზღვროდ ცოდვილს,
არ მიმატოვო, მომეც ნიშანი ეულად შთომილს,
თუმცა ღირსი ვარ უკუნისამდე, გულზე დამედოს მე ცეცხლის ზოდი,
და სამუდამო უიმედობა მუდამ თან მსდევდეს ეშმაკის ცდომილს.
დრო მიდის სწრაფად, დაუნდობლად, აღარ ჩერდება,
მე ხატების წინ პირჯვარს ვიწერ და თან ვდუმარებ,
ჩემს სიახლოვეს არ ჩერდება ნათელი ფიქრი,
თითქოს ისიც კი ტანზე მახვევს დაჭრილ სუდარებს.
გარეთ სიბნელე, უკუნი ღამე,
არ ცდილობს ცაზე გამოსვლას მთვარე,
შავი ღრუბელი გადაეფარა,
თითქოს ჩაყლაპავს ქვეყანას მალე.
ფიქრებში წასულს გამომეცხადა კაცი მაშვრალი,
გამომიწოდა მოხუცი ხელი, ჩემი მსახვრალი.
ეს ის გლახაკი იყო რომელსაც, მე დაუნდობლად ვუქციე გვერდი,
მან კი პასუხად... ღმერთო შენს ნებას... გამომიწოდა ღიმილით ხელი.
ამრიგად ხდება წუთისოფელში, თვის შვილს არ ტოვებს აროდეს ღმერთი,
მთავარი, გულით მონანიება და შენთანაა ის ერთადერთი.!!!
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1034 |
დაამატა: boy944
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|