მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
ოთხშაბათი
2025-01-08
12:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოგესალმებათ თქვენი სახლი :)

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [37]
იცით თუ არა რომ?? [6]
ანეკდოტები [3]
ისტორია [6]
სევდა [9]
დიეტა [4]
ცნობილი ადამიანები [5]
პრიკოლები [11]

clock

რეკლამა

შესვლის ფორმა

  
მთავარი » ლექსები
შენი ნასუნთქი ჟანგბადის სუნი

წვიმით გაწმენდილ ჰაერს ერევა,

ვცდილობ ვისუნთქო, ვხვდები რომ მათრობს -

მას დიონისეც ვერ მოერევა...



მაისიც გავა, მე გავლოთდები,

თუკი გაგრძელდა წვიმები დიდხანს ,

ქალაქს დავტოვებ, დავიკარგები -

მთაში ავურევ ნაცარში თიხას.



დიდხანს იქაც არ დამედგომება ,

მომიხმობს შენი კაბის ფრიალი,

დავბრუნდები და სადმე გიპოვნი...
გამომაცილებს მთების ღრიალი.






როცა აკრძალულ სიყვარულს ეტრფი,
და როცა გიყვარს თხემიდან ტერფით.
< ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1006 | დაამატა: boy944 | თარიღი: 2011-09-07 | კომენტარი (0)

1)

არ ვიფიქრებ ძილის წინ შენზე - ჯერ რომ არ გიცნობ ,


ლექსსაც მაშინ დაგიწერ, როცა ახლოს მოგიხმობ.



ბავშობაში ნატკენ გულს - სიბერემდე მოგირჩენ,
... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 987 | დაამატა: boy944 | თარიღი: 2011-09-07 | კომენტარი (0)

 
                       როდის ახდები ჩემს ყველა ლექსში ?!

ან როდის გეტყვი ”სად ხარ აქამდე ?”

როდის ჩადგება ჩვენს შორის ღმერთი ,

ან როდის გეტყვი ”მიყვარხარ ცამდე” ...



როდის ვიპოვნი მე ჩემს სიმშვიდეს ?!

სავსე მთავრეს რომ ღელვას ვაბრალებ.

როდის ვუამბობ ზღაპარს ჩვენს შვილებს ?!

ან თვალებს როდის დავუბრიალებ ...



როცა ჩემს ყველა ლექსიში ახდები

და როცა ორზე გადავმრალვდებთ ...

როცა ამ ქვეყნად უკვე წავხდებით ,

წარსული შენზე ადრე გავხდები ...

2)

მე ისე გნატრობ, როგორც სიმშვიდეს ცოდვილი სული,

სასუფევლიდან გ ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1063 | დაამატა: boy944 | თარიღი: 2011-09-07 | კომენტარი (0)




სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს უსათუთეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა და მე დავაგვიანე.

რიგში იდგნენ ჭაბუკები თუმც უმეტეს ქალები,
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს მომღიმარი თვალებით.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს, სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

რომ მეთხოვა იქნებ ვინმეს ჩემთვის რიგიც დაეთმო
რომელიმე ღვთისმადლიანს იქნებ მსხვერპლიც გაეღო.

მაგრამ სხვისი სიხარული ხელში როგორ ამეღო
სხვისი წილი სიყვარული სახლში როგორ წამეღო.

სიყვარული დამითმეო ვისთვის მეკადრებინა,
სხვისი წილი გრძნობა გულით როგორ მეტარებინა.

სიყვარული რიგდებოდა წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო იღვიძებდა გაზაფხული იაში.

სევდა მწვავდა თვალთა უპეს სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო აქაც ბოლო ვიყავი.

და ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 802 | დაამატა: boy944 | თარიღი: 2011-09-06 | კომენტარი (0)


ცრემლი დაღვრილი და დასაღვრელი ისე წმინდაა

რომ მისი ფასი დედამიწაზე არავინ იცის
და ერთადერთი მე რის გამოც სიკვდილი მინდა
მინდა შევიგრძნო დანამული სხეული მიწის

ო როგორ მინდა რომ შემეძლოს ახლა სიკვდილი
რომ სიცოცხლეზე უკანასკნელ ჰანგად ვიმღერო
მინდა ჰო მინდა რომ დასრულდეს ბრძოლა ჭიდილი
უკანასკნელად სიკვდილის წინ მინდა ვიმღერო

სიტყვები თითქოს მითავდება ბინდი მიტაცებს
და ამ სიცოცხლის შარბათს ვიღაც ხელშივე მაცლის
თითქოს სიკვდილი სამოთხისთვის მანამ მიტაცებს
სანამ ცოდვების სამყაროდან დრო არის გაცლის

მოდით მიწოდეთ სამყაროში სიცოცხლის მონა
მე ტყვედ ჩავბარდი უკვდავებას და მიხარია
გთხოვთ მოიტანეთ ჩემს საფლავზე ვარდების კონა
და მითხარით რომ ყველაფერი ეს სიზმარია

მო ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 796 | დაამატა: boy944 | თარიღი: 2011-09-06 | კომენტარი (0)


ნუ დაეცემი,სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრება ისე იქნება
გულს ნუ გაიტეხ,გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება
ნუ შიშობ,უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა,ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას
თქვი ყველაფერი კარგად იქნება!

რომ დაგარწმუნონ,შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წამი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს,სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს,შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება
ერთადერთია ... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1494 | დაამატა: boy944 | თარიღი: 2011-09-06 | კომენტარი (0)

'ეკლიან ვარდებს
ისე ვერ დაკრებ,
ეკალმა ხელი
რომ არ გატკინოს,
ისე ვერავის
ვერ შეიყვარებ,
თვალიდან ცრემლი
რომ არ გადინოს!''



ე მეჩვენება რომ ცხოვრება
დიდი ზღვა არის
და ამ ზღვაში
ჩემი ფიქრი ერთი წვეთია
შეყვარებული ცხოვრებაში
ბევრჯერ იქნები
მაგრამ პირველი სიყვარული
მაინც ერთია!''



''თუ შენს თვალებზე
ცრემლი გაბრწყინდა,
და გული შენი მწარედ
მწარედ ატირდა,
თუ მეგობარი
გვერდით დაგჭირდა
მენდე ჩემს მეტი
არავინ გინდა!!!



... კითხვის გაგრძელება »
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 750 | დაამატა: boy944 | თარიღი: 2011-09-05 | კომენტარი (0)

უსიყვარულოდ არც ყვავილია ,
არც ნამი დილის,
უსიყვარულოდ ტირიფია და
ისიც ტირის.
უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს,
ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს
და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი
თმაგაწეწილი ქალივით ტირის
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 829 | დაამატა: boy944 | თარიღი: 2011-09-05 | კომენტარი (0)

"მე შენ მიყვარხარ!”ნუთუ ცოდვაა?!
და თუ ცოდვაა,ვიყო ცოდვილი.
"მე შენ მიყვარხარ!” დამნაშავე ვარ?
დამნაშავე ვარ,ვიყო გმობილი.
ჩამსვით ციხეში,ან ჯოჯოხეთში,
მაწამეთ ყველგან,სადაც გენებოთ,
"მე შენ მიყვარხარ!”ყოველთვის ვიტყვი,
თუნდ ეშაფოტზეც თავი მომკვეთონ.
"მე შენ იყვარხარ!”თუნდაც ვკვდებოდე,
თუნდაც მახრჩობდეს ფარული ცრემლი,
"მე შენ მიყვარხარ!”და მე ამ სიტყვებს,
გავიმეორებ თვით ჯოჯოხეთშიც.
და თუ ეს ცოდვა,ღმერთმა შემინდო,
არასდროს დამგმო,ერმა და კაცმა,
მაშინ კვლავ ვიტყვი,ისევ თამამად:
"მე შენ მიყვარხარ,ძლიერ და მარად!”
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 759 | დაამატა: boy944 | თარიღი: 2011-09-05 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 »

ლექსიკონი

კალენდარი
«  იანვარი 2025  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

music

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025