მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
პარასკევი
2024-11-01
10:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოგესალმებათ თქვენი სახლი :)

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [37]
იცით თუ არა რომ?? [6]
ანეკდოტები [3]
ისტორია [6]
სევდა [9]
დიეტა [4]
ცნობილი ადამიანები [5]
პრიკოლები [11]

clock

რეკლამა

შესვლის ფორმა

  
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 7 » 3 lamazi leqsi
1:15 PM
3 lamazi leqsi
 
                       როდის ახდები ჩემს ყველა ლექსში ?!

ან როდის გეტყვი ”სად ხარ აქამდე ?”

როდის ჩადგება ჩვენს შორის ღმერთი ,

ან როდის გეტყვი ”მიყვარხარ ცამდე” ...



როდის ვიპოვნი მე ჩემს სიმშვიდეს ?!

სავსე მთავრეს რომ ღელვას ვაბრალებ.

როდის ვუამბობ ზღაპარს ჩვენს შვილებს ?!

ან თვალებს როდის დავუბრიალებ ...



როცა ჩემს ყველა ლექსიში ახდები

და როცა ორზე გადავმრალვდებთ ...

როცა ამ ქვეყნად უკვე წავხდებით ,

წარსული შენზე ადრე გავხდები ...

2)

მე ისე გნატრობ, როგორც სიმშვიდეს ცოდვილი სული,

სასუფევლიდან გამოდევნილი და განკიცხული.

ისე მიყვარხარ, როგორც ჯარისკაცს სახლის სუნი...

შენი პერანგით, მკერდთან შეხსნილით... ვარ დასიცხული.



ისე დავმალავ მე ამ სიყვარულს, როგორც დედაო ლეჩაქში ნაწნავს

და აღსარებად შევინახავ შენს ყველა სიტყვას, შენს გულისცემას...

სხვა სიყვარულის, ან სხვაგვარად გამოხატვის არა და არ მწამს,

მე ხომ კაცი ვარ და შენს სულში ვეტრფი ერთ ქალს, სახელად ევას...

3)

მიყვარს მტევანზე ამოყრილი სავსე ვენები ,

წვრილი მაჯა და აპრეხილი თითების ბოლო .

ტუჩზე მომდგარი , დამალული ჩემი ვნებები

უნდა გამოვთქვა ,ვერ დავიტევ , მომიღებს ბოლოს ...



მხიბლავს სიშორე, სიახლოვეც რომ ვერ ედრება,

მორცხვად დახრილი სინანულით სავსე თვალები,

მოხშირებული საუბრები ღმერთთან - ვედრება...

რომ არ ჩამიქრეს ამ შეგრძნების მწველი ალები.



ჩვენს შორის ჩადგა ამოუვსები უფსკრული , თხრილი...

მეგონა კოცნით დავივლიდი შენს გრძელ წამწამებს,

შენ უსინათლოს ნაბიჯივით გამხდარხარ ფრთხილი...

შენს ჯვრისწერამდე რა დაითვლის დარჩენილ წამებს.



ატმის ყვავილით შეგმოსავენ ვარდისფერ მაისს,

მე ინფარქტივით გადავიტან თქვენს თეფშის მსხვრევას.

მერე ერთ სულში ჩააცილებთ მზით სავსე დაისს -

და თებერვალში შენ შეიგრძნობ მის პირველ რხევას... 
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1041 | დაამატა: boy944 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ლექსიკონი

კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

music

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024