მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
პარასკევი
2024-11-01
10:35 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოგესალმებათ თქვენი სახლი :)

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [37]
იცით თუ არა რომ?? [6]
ანეკდოტები [3]
ისტორია [6]
სევდა [9]
დიეტა [4]
ცნობილი ადამიანები [5]
პრიკოლები [11]

clock

რეკლამა

შესვლის ფორმა

  
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 7 » 3 lamazi leqsi
1:20 PM
3 lamazi leqsi

1)

არ ვიფიქრებ ძილის წინ შენზე - ჯერ რომ არ გიცნობ ,


ლექსსაც მაშინ დაგიწერ, როცა ახლოს მოგიხმობ.



ბავშობაში ნატკენ გულს - სიბერემდე მოგირჩენ,



შენი ეზოს პატარებს

შენთან ერთად მოვიჩვევ.



აღარ დავწერ მე ლექსებს აპრილსა და მაისზე.

არც სიზმარს გავაგრძელებ - დატოვებულს ბალიშზე.



აღარ ვეტყვი მე სხვის ცოლს - "იცი როგორ მიყვარხარ?!”

ან - "შენი ქმრის როგორ მშურს - სასთუმალთან რომ ყავხარ "

2) 

თბილ ოქტომბერს მომევლინე,

დეკემბერში - სახტად დავრჩი.

ამ ცივ ზამთარს გადავიტან,

ზაფხულამდე თუ გადავრჩი….



თბილ ოქტომბერს მომევლინე ,

შეიცვალა ჩემში კაცი,

აპრილს ატმებს ავაყვავებ -

გინდა ნახო ?! მაშინ დარჩი…



ტკბილ ნოემბერს დამემართე,

დეკემბერში ავად გავხდი...

რაც კი დღემდე ვიოცნებე -

ამ ორ თვეში ერთად ახდი .



თბილ ოქტომბერს მომევლინე,

ნოემბერში ცოტა დატკბი...

დეკემბერი ჩვენით თბება,
- იანვარში მარტო დავრჩი…


3) 

ძილის წინა ხუთი წუთი

ფიქრი მიყვარს ძლიერ,

ჩავლილი დღის ამოსუნთქვა_

შენით რომ გავლიე...



ძილის წინა ხუთი წუთი

ფიქრი მიყვარს ძლიერ,

"ვის რა ვარგე" _ არ ვკითხულობ,

_ხომ არ ვაწყენინე ?!



ძილის წინა ხუთი წუთი

ფიქრი მიყვარს ძლიერ,

_ღმერთო, დღეს თუ დამიღამე_

მზესაც შემამთხვიე...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 985 | დაამატა: boy944 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ლექსიკონი

კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

music

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 8
სტუმარი: 8
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024