ბავშვობიდან ვერ ვიტან კარნავალებს. თითქოს ცხოვრების ნიღბები არ გვყოფნიდეს, კიდევ რაღაც უსახურს ვიფარებთ სახეზე და არ გვადარდებს ასეთს გვიცნობენ თუ არა. რაც არ უნდა იყოს მაინც უნდა წავიდე. ყველა იქ იქნება. კარადიდან ყველაზე ლამაზი კაბა გამოვიღე და ცისფერ ნიღაბს ზიზღით შევხედე. არადა რამდენი დრო დავკარგე მის გაკეთებაზე. ბოლოსდაბოლოს მზად ვარ. გეორგიც ზუსტად დროზე მოვიდა. იმ წუთშივე ჩავედი. უნდა დამეგვიანებინა, ვუთხარი საკუთარ თავს. თუმცა რატომ ეს ხომ პაემანი არაა. მაშინ რატომ ვნერვიულობ?! როგორც იქნა დავმშვიდდი და გიოს მანქანის სავარძელში მოხერხებულად მოვკალათდი. რადიო ჩავრთე. ბრაიან ადმსის სიმღერა იყო. გიომ გადართო, ბოდიში მომიხადა ეს სიმღერა არ მიყვარსო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი საყვარელი სიმღერა იყო ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.
როგორც იქნა მივაღწიეთ. საზიზღრობაა რა. ყველაფერი ეს კარგად დაგეგმილ ნიღბების თამაშს ჰგავს, აქ ყველას სასურველი როლი აქვს მორგებული და საშიშიც კია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ არ ეწყობიან ისინი ერთმანეთს. მიკვირს კიდეც, სხვა დროს ეს ადამიანები როგორ ცხოვრობენ ერთად. როგორ ირგებენ სხვადასხვაგვარ ყალბ სიცილებსა და ღიმილებს. ცრემლებსა და სიყვარულით ანთებულ თვალებს. თავადაც ვერ იგებენ სად არის სიმართლე და სად ვარდისფრად შეღებილი ზიზღისა და სისხლის შავი მორევი. კაბების შრიალს, საამო თითქმის შეუმჩნეველი ხმა აქვს. მე არავინ განმისახიერებია, მაგრამ რადგან იმ ბიჭთან ერთად ვიყავი რომელსაც ვუყვარდი და რომელიც მეგონა რომ მიყვარდა ჯულიეტად ჩამთვალეს, გიორგი კი შესაბამისად ჩემი რომეო იყო. სცენაზეც შექსპირის ერთ დროს ჩემი საყვარელი დრამა იდგმებოდა. გაშარჟებული ,,რომეო და ჯულიეტა”. სასაცილოა ან არც ისე. სცენასთან დავდექი. მეგობრები ვიპოვე. სულ თეთრ სამოსში და ლურჯ ნიღაბსი გამოწყობილი ჩემი ძმაკაცი გიორგი ძლივს ვიპოვე. უფო სწორად მან მიცნო. ღიმილმა გაგცაო ჩამჩურჩულა. მე ისევ ისე გამეღიმა ორივე გიორგის ჩვენი შეხვედრის პირველივე დღეს რომ ათქმევინა რა ლამაზი ღიმილი გაქვსო. ბევრი ვილაპარაკეთ მე და გიორგიმ. ჩემი გიოც თავის მეგობრებს შეუერთდა. ჩვენ საერთო მეგობარი ლიზა მოგვიახლოვდა, მე ჩემს ძმაკაცს ვუთხარი, მგონი დღეს პირველად გამოვა რამე ჩემს პირად ცხოვრებაში. მეც ,,არას” ვერ ვეტყვი ბიჭს, რომელიც სიყვარულს ამიხსნის მეთქი. საუბარში ლიზა ჩაერთო, მე ვიციო მითხრა, ვიცი, რომ შენ და გიოს ერთმანეთი გიყვართ და ყველაფერი გამოგივათ აუცილებლადო. შენ რა იცი მეთქი ვკითხე. აი ახლაც ვხედავ როგორ გადახედეთ ერთმანეთსო, მიპასუხა. მივხვდი, რომ ჩემს ძმაკაც გიოს გულისხმობდა. ერთმანეთს შევხედეთ და ისტერიული ხარხარი აგვიტყდა. ლიზამ ვერ გაიგო რა გვაცინებდა. მე კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ გიორგი ძალიან გავრცელებული სახელია. პირველმა შოკმა გაიარა, მე გონება გამოვუშვი ასპარეზზე. გიოს ვთხოვე ეს გაუგებრობა დაგვევიწყებინა და ისევ ისეთი ახლო მეგობრები ვყოფილიყავით. ისიც დამპირდა, რომ ამაზე აღარ დამელაპარაკებოდა. საუბარი ისევ სპექტაკლს დაუბრუნდა. ,,სად არის ჩემი ჯულიეტა?” ჩემი გიორგის ხმა გავიგე. მოციდა და წელზე მომხვია ხელი. გიო სიტყვის უთქმელად გავიდა. დადგმა მალე დამთავრდა, წამყვანის ხმა გავიგე. ჩვენი ბედნიერი რომეო და ჯულიეტა სცენაზე თუ შეიძლება. არ მინდოდა, დაბნეული ვიყავი, ვერ ვცეკვავდი, ფეხი მერეოდა, მაგრამ მაინც ავყევი გიოს სცენაზე. ასე თუ ისე მოვახერხე ლამაზად მეცეკვა. წყალს დავლევ მეთქი ვუთხარი ,,რომეოს” და ცოტა ხნით მარტო დავტოვე. –სალი, მე ვერ მივხვდი რატომ ამიჩქარდა გული ჩემს ყურთან სულ ახლოს, მისი ხავერდოვანი ხმით წარმოთქმული საკუთარი სახელის გაგონებისას, გახსოვს, დამპირდი ცეკვას გასწავლიო, მგონი შესაფერისი დროა, რას იტყვი?! არაფერი მიპასუხია, უბრალოდ მხარზე ხელი დავადე. მისი ხელი ჩემს წელზე ვიგრძენი და მარცხენა ფეხი თავისით წავიდა უკან. რამდენჯერ დამაბიჯა ფეხზე არ დამითვლია. არც იმას დავკვირვებივარ მერამდენე ჯერზე გამოგვივიდა ტრიალი. ვერც ფიქრებს ვგრძნობდი, ვერც ხალხის ყაყანს, მხოლოდ სადღაც შიგნით სითბოდ იღვრებოდა, ჩემს კაბასთან შეხამებული მისი ლურჯი ნიღბის შუქი. ჩვენი ცეკვა სიმღერის დამთავრებამდე შეწყდა. გავჩერდით. ოდნავ აჩქარებული სუნთქვა მესმოდა. მისი მხარი ზედმეტად ახლოს იყო ჩემთან, მისი ტუჩები ზედმეტად ახლოს აღმოჩნდა ჩემს შუბლთან. ხელი ორჯერ უფრო მაგრად მომხვია წელზე. ოდნავ წინ გადმოიწია, მისი ტუჩები თითქმის ეხებოდნენ ჩემს ყურს. –სალი მე... ბოლო სიტყვა ვერ გავიგე, ჩემმა გიორგიმ ხელი მომკიდა და აივანზე გავედით. დავინახე როგორ დაჯდა ,,ჩემი მეგობარი” გიო იქვე კიბეზე და როგორ ჩარგო თავი ხელებში. ,,სულაც არ ცეკვავ საშინლად”, მივაძახე მას და ,,ჩემს რომეოს’ დაუფიქრებლად გავყევი. მაშინ არ მიფიქრია, რატომ დამიდგა მეორე გიორგის ღიმილი თვალწინ, როცა I სიყვარულს მიხსნიდა, რატომ ჩამესმოდა ,,რომეო და ჯულიეტას საუნდტრეკი და რატომ ,,შემომატყდა” ,,ჩემი გიორგის” შავი ნაღაბი. რატომ ვერ ამოვიღე ხმა, როცა ბევრი რამ უნდა მეთქვა. წარმოსახვა იყო ეს ყველაფერი თუ რეალობა არ ვიცი, არც ის ვიცი ,,მეც მომწონხარ” ნამდვილად ვთქვი თუ მომეჩვენა. აი იმაში კი დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი რეალური რომეოს ლურჯი ნიღაბი დაიფშხვნა აივნის კარებთან, როცა სხვა რომეოს მხრებში თავჩარგული დამინახა. მე მეგონა რომ ამ გიოს ხელს ვკრავდი და ჩემს ნამდვილს სიყვარულს დავეწეოდი. თეთრ საყელოში ხელს ჩავკიდებდი, მოვაბრუნებდი და მაგრად ჩავიკრავდი გულში. მაგრამ ძალა არ მეყო. თითქოს ფეხები არ მემორჩილებოდნენ. არა მე უბრალოდ იმ ნამდვილად ჩემი გიორგის, წარმოსახვაში ღრმად ჩაბეჭდილი ღიმილგამქრალი სახე მაფერხებდა. მე ვიცოდი, რომ ჩემ მერე ის არავის გაუღიმებდა ისე, როგორც მე მიღიმოდა, არავის ჩასჩურჩულებდა ყურში ჩემსავით და აღარასოდეს იცეკვებდა სხვასთან... მე ეს ზუსტად ვიცოდი, მაგრამ... ამჯერად ჯულიეტა, რომეოს არჩევაში შეცდა. იმ დღის მერე გიო აღარ მინახავს, მე და ჩემი შეყვარებული გიო კი ორ თვეში დავშორდით...
გოგონას დღიურში სიტყვები ალაგ-ალაგ გათხაპნილი იყო. სავარაუდოდ მლაშე წვეთებით. მაგრამ მთავარი აზრის გამოტანა მაინც მოვახერხე. ახლა ადგება, თავის ყველაზე ლამაზ კაბას ჩაიცვამს და სასეირნოდ წავა. ფერადი შემოდგომაა, კვირა საღამო. მოწყენილია, მაგრამ ვინ იცის... ცარიელპარკში არც ერთი წყვილი არ ზის. ლამაზ ფოთლებს მხოლოდ ის თელავს ფეხქვეშ. ყურსასმენებში იმ ფრანგულ სიმღერას უსმენს გიოსთან ცეკვა რომ შეაწყვეტინეს. ქვევითY იყურება. თეთრი კეტები, საინტერესოა. მუქი ლურჯი შარვალი, თეთრი პერანგი, უფრო თეთრი საყელო, წითელი ტუჩები, თაფლისფერი თვალები, ძლიერი ხელები მხარზე, წელზე... მისი ხელით ნაზად გამოღებული ყურსასმენები და, ნამდვილად მისი რომეოს, საოცრად ტკბილი ხმით, დაბალ ხმაზე ყურთან, თუ ყურში ნათქვამი, -სალი, მე შენ ძალიან...