ამერიკელი ირა ბრაუნი ჯერ მხოლოდ 2 წლისაა, მაგრამ ის მოდელია. მის მშობლებს გაფორმებული აქვთ კონტრაქტი ბავშვის ტანსაცმლის მწარმოებელ რამოდენიმე ცნობილ ბრენდთან.
ბავშვი მართლაც საოცრად ჰგავს თოჯინას, თუმცა კი მშობლებიც არანაკლებ ცდილობენ ამ მსგავსების მიღწევას. ირაზე ამბობენ, რომ მას ძალიან უყვარს კამერების წინ პოზიორობა და სიამოვნებს საბავშვო მოდურ ჩვენებებში მონაწილეობის მიღება. თუმცა ნაკლებად სახარბიელო ფაქტია ის, რომ ორი წლის ბავშვი ატარებს მსგავს მაკიაჟს.