მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
პარასკევი
2024-11-01
10:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოგესალმებათ თქვენი სახლი :)

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [37]
იცით თუ არა რომ?? [6]
ანეკდოტები [3]
ისტორია [6]
სევდა [9]
დიეტა [4]
ცნობილი ადამიანები [5]
პრიკოლები [11]

clock

რეკლამა

შესვლის ფორმა

  
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » ილია მეორეს ლექსი.  ყველაფერი კარგათ იქნება
10:55 AM
ილია მეორეს ლექსი.  ყველაფერი კარგათ იქნება

ნუ დაეცემი,სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრება ისე იქნება
გულს ნუ გაიტეხ,გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება
ნუ შიშობ,უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა,ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას
თქვი ყველაფერი კარგად იქნება!

რომ დაგარწმუნონ,შენ იღუპები
შენი სიცოცხლის წამი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს,სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს,შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება
ერთადერთია რაც ადაგარჩენს
თქვი ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ შენ უკვე იცი
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა
სხვებს აუხსენი და შტააგონე
რომ ყველაფერი კარგად იქნება!

როდეს იქნება?როდის იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება
ნუ უპიქრდები უაზრო კითხვებს
ღმერთის წყალობით
სულ ყველაფერი კარგად იქნება!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1491 | დაამატა: boy944 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ლექსიკონი

კალენდარი
«  სექტემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

music

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024