საიტის მენიუ |
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
clock |
|
|
რეკლამა |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
|
| | |
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » dieta
|
შიმშილთან ბრძოლა პირველი მთავარი რამაა წონის დასაკლებად. საკვების არ მიღება გამოსავალი არ არის - რადგან ორგანიზმი სააერსებოდ ითხოვს საჭმელს. ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი კუჭი, რომ ის შეეჩვიოს გრაფიკს - არ მივირთვათ საღამოს, უარი ვთქვათ ცომეულზე, ტკბილეულობაზე, შაქარზე...
საშინელებაა, როდესაც მკაცრ დიეტაზე ხარ მაგრამ სასწორის ისარი არ იძვრის და ერთ ადგილასაა გაჩერებული - ამ დროს ადამიანი სტიმულს კარგავს რადგან შედეგს ვერ ხედავს. მოდით ვიხილოთ რამოდენიმე რჩევა - რა დაგვეხმარება წონის დაკლებაში დიეტის დროს.
წყალი - ორი ლიტრა ან ლიტრანახევარი წყალი ძალიან წაადგება ორგანიზმს. ხოლო ვინც ბევრ ხილსა და ბოსტნეულს მიირთმევს მას ლიტრანანახევარიც ეყოფა, რადგაც ბოსტნეული და ხილი თავად შეიცავენ წყალს. წყალი ორგანიზმში მცირე დროით თრგუნავს შიმშილის გრძნობას. ვთქვათ უარი ყავაზე! - კოფეინი სისხლში შაქრის დონეს წევს და ცხიმებში გადადის ასე, რომ შევეცადოთ რომ უარი ვთქვათ ყავაზე. ძილი- ძილს აქვს ისევე დადებითი მხარე, როგორც უარყოფითი. ძილის უკმარისობისას ორგანიზმში ისეთი ნივთიერება გამომუშავდება, რომელიც დანაყრების ფუნქციას იწვევს, მაგრამ სამაგიეროდ ზრდის ნახშირწყლების მოთხოვნილებას.
ხილი - რა თქმა უნდა დიეტის დროს აუცილებელია ხილის ჭამა, მაგრამ ეს არ გვაძლებს იმის უფლებას, რომ კილოგრამებით ვაშლი ან რომელიმე ხილი მივირთვათ. მართალია ხილი მდიდარია სხვადასხვანაირი ვიტამინებით თუმცა იგი შაქარსაც საკმაოდ ბევრი რაოდენობით შეიცავს. ასე, რომ მოვერიდოთ დიდი რაოდენობით ხილის ჭამას. დიეტა + ვარჯიში - დიეტის დროს არ არის აუცილებელი ვარჯიში. გასახდომად ზოგჯერ მკაცრი დიეტაც საკმარისია ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია ადამიანის წონაზე. თუ თქვენს პრობლემას ცხიმების არათანაბარი გადანაწილება წარმოადგენს მაშინ ვარჯიში უთუოდ დაგჭირდებათ.
შაქარი - შაქარი ორგანიზმისთვის ნამდვილად აუცილებელია მაგრამ არა ჭარბი დოზით. უნდა მოძებნოთ ის საჭმელი რომელიც შეიცავს შაქარს გარკვეული მცირე დოზით რაც ორგანიზმს ჭირდება. ასევე არის ძალიან კარგი შაქრის შემცვლელის გამოყენება.
სტრესი - სტრესი არამარტო ნერვული სისტემის მტერია, არამედ სხეულის და ორგანიზმისაც. რატომ არის რომ ნერვულობისას ბევრს ვჭამთ? იმიტომ, რომ სტრესის დროს ორგანიზმში თავისუფლდება ჰორმონი, რომელიც ჭარბი წონის წარმოქმნას იწვევს. ასე, რომ მოდით შევეცადოთ არ ვინერვიულოთ ეს არამარტო ჩვენ ნერვულ სისტემას დაემარება, არამედ ჩვენ სხეულსაც.
|
კატეგორია: დიეტა |
ნანახია: 897 |
დაამატა: boy944
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|