საიტის მენიუ |
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
clock |
|
|
რეკლამა |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
|
| | |
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 5 » არ მეწერება,მიშველეთ ვინმემ არ მეწერება,
12:03 PM არ მეწერება,მიშველეთ ვინმემ არ მეწერება, |
არ მეწერება,მიშველეთ ვინმემ არ მეწერება,
დავკარგე მუზა,დავკარგე ლექსი,ღმერთს ეს ენება?
ფეხით გათელეს და დამიმსხვრიეს მოვრჩი შენება,
ნამსხვრევებიც კი გაანადგურეს რატომ?რა ხდება?
თითო აგურში ჩაქსოვილი ნათელი გრძნობა,
ტალახი ცრემლით აზელილი და მისი დნობა?
უცბად შეირყა საძირკველი,ყველაფრის მცველი,
თავზე დამექცა და ახლა მხოლოდ წყალობას ველი!
არ მეწერება აღარ მაქვს მუზა,მაგრამ მაქვს გული,
შემეძლო ფრენა?მხოლოდ მეგონა აწ დაკარგული,
უცბად მომტეხეს მობოდიშებით ფრთები ზეცაში,
დამაგდეს მიწას და თან დამცინეს გამკივან ხმაში.
იცინეთ,იცინეთ ეგ სიცილი უბედურების,
თვითონ გიტირით თუ გაქვთ გული უკეთურების,
იცინეთ,დამცინეთ ბოროტ სულთა ღრეობავ მათში,
წმინდანი კია ვისაც ერგუნდა ადგილი ცაში?
ახლა ბატონობთ გაისმის ავთა მარში,
ფრთხილად,დარწმუნდით ჯერ ვითომ მფარველ ფარში,
ვინ იცის უცბად თქვენც გაგსრისოთ,დაგეცეთ ლოდი,
მაგრამ ვერ აღსდგეთ,აღდგომა ყველას ხვედრია როდი!
ჰე,იბოგინეთ?ახლა ტირით?ითხოვეთ შველა,
გაღიზიანებთ სიცილი?!გაქვთ კბილთა ღრჭენა?!
ტირით?ნუ ტირით თქვენ არ გსურთ არავის სმენა?
ძლიერები ხართ?ახლა თქვენი ვალია თმენა!
ითმინეთ,ითმინეთ,მაგრამ უცბად დაკარგეთ ძალა,
სულის სიმდაბლე ვის უფრო მოეძალა?
და მაპატიეთ რა უფლებით გამოგიწოდოთ ხელი,
ითმინეთ, გაგაძლიერებთ უფალი,ყოველის მცველი!
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 762 |
დაამატა: boy944
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|