საიტის მენიუ |
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
clock |
|
|
რეკლამა |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
|
| | |
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 5 » აყვავებულა არაგვზე
12:01 PM აყვავებულა არაგვზე |
აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მოცურავს მთა-მთა. სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო, ემაგ თაფლისფერ თვალთა.
ციხეგორობას სტუმრად მოგივალ, არ მაკოცება, ნეტა? შენთან ღრეობა მწადიან, ქალო, ყოფნა მწადიან შენთან.
ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს, რაისად სთელავ კენტად. მოდი, ვიქნები შენი წაწალი, მთები დავლახოთ ერთად.
და თუ შენს გამო, ფშავლის ასულო, შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე, - ნეტა, მანახა, როგორ მიტირებ, გლოვის სევდიან ხმაზე.
აყვავებულა არაგვზე დეკა, ნისლი მიცურავს მთა-მთა. სევდა მასწავლეს, ფშავლის ასულო, ემაგ თაფლისფერ თვალთა.
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 755 |
დაამატა: boy944
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
|