მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
ხუთშაბათი
2024-05-16
5:16 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოგესალმებათ თქვენი სახლი :)

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [37]
იცით თუ არა რომ?? [6]
ანეკდოტები [3]
ისტორია [6]
სევდა [9]
დიეტა [4]
ცნობილი ადამიანები [5]
პრიკოლები [11]

clock

რეკლამა

შესვლის ფორმა

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 3 » საიდუმლო ..:
10:26 PM
საიდუმლო ..:

სოფიო სახლში გაიქცა, ისევ თავის საყვარელ ლოგინზე ჩამოჯდა და ფიქრობდა ეთქვა თუ არა ეს ამბავი მამასთვის. მაგრამ იფიქრა მამა რადგან შესვლას მიშლიდა ესეიგი არ უნდოდა გამეგო ეს ამბავიო. მოკლედ გადაწყვიტა არაფერი ეთქვა ჯერ მხოლოდ სიტუაცია დაეზვერა.

_მამა! მა..

_რა არის სოფი ვმუშაობ - ლევანმა თვალი ძლივს მოაცილა კომპიუტერის ეკრანს

_მუშაობ??? -გაეცინა სოფიოს

_კაი ხო სოფი, ხო ხედავ კომპიუტერში საქმე მაქ.

_რით ვეღარ დაილია ეგ საქმე, მა უნდა გელაპარაკო

_რა არის?

_მა აიი, რომ გქონოდა შანსი... აიიი.. სამართლიანობა რომ აღგედგინა და რამე გამოგეძიებინა.. აიი.. რას იზავდი??

_ მერი... ჩაიბუტბუტა ლევანმა.. მერე თითქოს მიხვდა ხმამაღლა გავიფიქრეო და გაიღიმა.

_ვინაა მერი მამა??

_მე ვთქვიი?? მოგესმა სოფი.. ჯობია მოეშვა დეტექტივებს, არ მომწონს რომ წერ უაზრო რაღაცეებზე ფიქრობ.. შეშფოთება დაეტყო ლევანს

_კარგი მა.. ძალით გაიღიმა სოფიმ იფიქრა რომ ვინმე ”მერის” კავშირი უნდა ქონოდა იმ ფურცელთან, უნდოდა მამისთვის ეკითხა ქოხზე მაგრამ ლევანი ყველაფერს მიხვდებოდა ენას კბილი დააჭირა.. ისევ გავარდა სახლიდან მის ქულთან წავიდა თუმცა ის სთოუნების მაღაზიაში დაინახა.

_მის ქულ!!

_რამეა ახალი?? მოვდივარ..

_მის ქული გამოვიდა მაღაზიიდან და სოფი სახლში შეიყვანა.. არა ეს მისის სთოუნი თვალიში არ მომდის საეჭვო ქალია.

_გავარკვიე! .. სიტყვა გააწყვეტინა სოფიმ, მისის სთოუნი ნამდვილად არ აინტერესებდა.

_აბა?? მომიყევი..

_ქოხში შევედი და ერთერთი ქურთუკის ჯიბეში ვნახე წერილი.. ”შენ უნდა აღასრულო სამართალი”

_ ხო ხედავ გოგონა, როგორც ჩანს მოისმინე პატარაობაში მაგ წერილს როგორ კითხულობდნენ , შესაძლოა რამე ისეთიც დაინახე რომ გონებიდან დღემდე არ ამოგივარდა. მაგრამ ვის უნდა ეკუთვნოდეს წერილი?? ალღო თუ არ მღალატობს დიდი საიდუმლო უნდა გავხსნათ.

_მამას შეპარვით ვუთხარი წერილზე და სახელი წამოცდა ”მერი” მერე მითხრა მოგესმაო. სულ გაფითრდა.

_ქოხზე ხომ არ გითქვამს?

_არა.

_არ უთხრა. ახლა უნდა გაარკვიო მერი ვინაა.

სოფი სახლში დაბრუნდა. მამამისის ოთახში შეიპარა. მთელი ოთახი გადაატრიალა და საეჭვო ვერაფერი ნახა ბოლოს კედელზე სურათი ჩამოხსნა. იფიქრა როგორც ფილმებში უკან სეიფი იქნებაო მაგრამ არა! .. უარესი, სურათში რაღაც გაჩხაკუნდა. სოფის გაოცებისგან თვალები ჩაუვარდა . შიგ სურათში იდო პატარა ზარდაღშა.. სასწრაფოთ გახსნა და იკივლა. ტუჩზე მაგრად იკბინა რომ ხმა არ გაეგოთ...
სურათზე ქალი კაცი და ბავშვი იყვნენ.. კაცი მამამისი ბავშვი თვითონ.. ქალი კი, ქალი მაგდას, დედამისს, არ გავდა.. თავში ყველაფერი აერია ნუთუ ეს მერი იყო. გაახსენდა ქალი რომელიც აძინებდა აკვანში ეს მაგდა არ ყოფილა.. ცოცხალი იყო მერი? ნუთუ მისი წერილი იყო ეს იდუმალი სიტყვები რომლებიც არ ასვენებდა?.. მერი იყო მისი დედა? დედა მოუკლეს? მამა რა შუაში იყო? .. ათასობით კითხვა გაუჩნდა ზარდახშა გადაათვალიერა და წერილი იპოვა რომელსაც ეწერა ”მერისგან სიყვარულით ლევანს” როგორც ჩანს ეს წერილი ბევრ კითხვაზე გასცემდა პასუხს..
.

კატეგორია: სევდა | ნანახია: 1136 | დაამატა: boy944 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ლექსიკონი

კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

music

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2024