მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
ოთხშაბათი
2025-01-08
12:55 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მოგესალმებათ თქვენი სახლი :)

საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ლექსები [37]
იცით თუ არა რომ?? [6]
ანეკდოტები [3]
ისტორია [6]
სევდა [9]
დიეტა [4]
ცნობილი ადამიანები [5]
პრიკოლები [11]

clock

რეკლამა

შესვლის ფორმა

  
მთავარი » 2012 » მარტი » 3 » ერნესტო ჩე გევარა
8:08 PM
ერნესტო ჩე გევარა

                                     ერნესტო ჩე გევარა
ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა (დ. 14 ივნისი, 1928 — გ. 9 ოქტომბერი, 1967) — საყოველთაოდ ცნობილი, როგორც „ჩე გევარა", ან „ელ ჩე" იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. მისი სტილიზებული სახე გახდა წინააღმდეგობის საყოველთაოდ გავრცელებული კონტრკულტურული სიმბოლო და სახალხო კულტურის გლობალური ნიშანი.[1]

როგორც სამედიცინო ფაკულტეტის ახალგაზრდა სტუდენტი, გევარა მთელს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობდა და იგი სწრაფად გარდაქმნა იმ სიღარიბემ და გაუცხოვებამ, რასაც ის ამ მოგზაურობისას აწყდებოდა.[2] მოგზაურობებისას მიღებულმა გამოცდილებამ და დაკვირვებებმა მას გამოატანინა დასკვნა, რომ რეგიონში ფესვგადგმული ეკონომიკური უთანასწორობა კაპიტალიზმის, მონოპოლიზმის, ნეოკოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის ნიშანდლობლივი შედეგი იყო, რისი ერთადერთი წამალიც მსოფლიო რევოლუცია იყო.[3] მისმა ღრმა რწმენამ ბიძგი მისცა მის ჩართულობას გვატემალის რეფორმებში პრეზიდენტ ხაკობო არბენსის მეთაურობით, რომლის დამხობის შემდეგაც, რაც სავარაუდოდ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მიეწერება, ჩე გევარას პოლიტიკური იდეოლოგია უფრო გამტკიცდა. მოგვიანებით, როდესაც მეხიკოში ცხოვრობდა, ის რაულ და ფიდელ კასტროებს შეხვდა, შეუერთდა 26 ივლისის მოძრაობას და მათთან ერთად კუბისაკენ გასცურა იახტა გრანმათი. მათი მიზანი დიქტატორ ფულხენსიო ბატისტას რეჟიმის დამხობა იყო, რომელსაც ზურგს აშშ უმაგრებდა.[4] გევარა სულ მალე დაწინაურდა ამბოხებულებს შორის, იგი მეორე იყო სარდლობაში და გადამწყვეტი როლი ითამაშა ორწლიან პარტიზანულ ომში, რომელმაც საბოლოოდ ბატისტას რეჟიმი დაამხო.[5]

კუბის რევოლუციის შემდეგ, გევარამ ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსტზე იმუშავა. მათ შორის იყო მსროლელი რაზმების მეთაური მათ წინააღმდეგ, ვინც სამხედრო ტრიბუნალმა ომის დამნაშავედ სცნო;[6] მრეწველობის მინისტრის პოსტზე მან აგრარული რეფორმა დაიწყო, ეხმარებოდა წერა-კითხვის გამავრცელებელ სახალხო კამპანიას, ასევე მუშაობდა კუბის ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და კუბის შეიარაღებული ძალების სასწავლო დირექტორად, ამავე დროს, კუბური სოციალიზმის სახელით მთელს მსოფლიოში მოგზაურობდა, როგორც დიპლომატი. ასეთი პოზიცია გევარას საშუალებას აძლევდა ეთამაშა ცენტრალური ფიგურის როლი მილიციური ძალების წვრთნაში, რომელმაც ჩაატარა ღორების ყურის ოპერაცია[7] და შემოიტანა საბჭოთა ბირთვული ბალისტიკური ქობინები კუბაში, რამაც გაამწვავა 1962 წლის კარიბის კრიზისი.[8] ამასთან ერთად, გევარა ნაყოფიერი მწერალი და დღიურების ავტორი იყო, შექმნა ხელნაწერი პარტიზანულ ომზე, ამავე დროს ის ავტორია ბესტსელერი მემუარული ნაწარმოებისა ახალგაზრდობაში სამხრეთ ამერიკის გასწვრივ მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ. 1965 წელს ჩე კუბას ტოვებს და უცხოეთში მიემგზავრება რევოლუციურ გარდაქმნებში დახმარების მიზნით; პირველად წარუმატებელ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და შემდეგ ბოლივიაში, სადაც ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს მოკავშირე ბოლივიურმა ძალებმა შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.[9]

გევარა დღემდე ზოგისთვის სათაყვანებელ, ზოგისთვის კი სალანძღავ ისტორიულ ფიგურად რჩება, პოლარიზებულია მრავალ კოლექტიურ წარმოსახვაში, განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ბიოგრაფიებში, მემუარებში, ესეებში, დოკუმენტურ ფილმებში, სიმღერებსა თუ მხატვრულ ფილმებში. იმის გამო, რომ ის აღიქმება როგორც მოწამე, პოეტური შთაგონებები კლასობრივი ბრძოლისადმი და გატაცებები „ახალი ადამიანის" შესაქმნელად უფრო მორალს ეყრდნობა, ვიდრე მატერიალურ მოტივებს. ჩე გევარა შთაგონების ხატად და წყაროდ იქცა მრავალი მემარცხენე მიმართულების მოძრაობისათვის. ჟურნალმა ტაიმმა ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.[10] ალბერტო კორდას მიერ გადაღებული მისი ფოტო გერილიერო ეროიკო (Guerrillero Heroico) კი აღიარებულია „მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფოტოდ"

კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 897 | დაამატა: boy944 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:

ლექსიკონი

კალენდარი
«  მარტი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

music

მინი-ჩეთი

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

Copyright MyCorp © 2025